,, გვინდა უკეთესი სწავლა“


სოციალური პროექტი
,, გვინდა უკეთესი სწავლა“
პროექტის ხელმძღვანელი: დარეჯან ცომაია

კლასი - II
პერიოდი - 24.12.2018 - 14.06.2019 წ.
მონაწილეები- სკოლის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, ადმინისტრაცია
მონაწილეები - მშობლები , მოსწავლეები, კლასის      ხელმძღვანელი
თემის აქტუალობა-
    დღეს  თანამედროვე სკოლა სერიოზული აკადემიური და სოციალური  გამოწვევების წინაშე  დგას,  ცალმხრივად  იღწვის   დაკისრებული მისიის შესასრულებლად.  ქართველ მშობელთა უმეტესობას მიაჩნია , რომ სკოლა მხოლოდ სახელმწიფოს საზრუნავია.  მშობლებს ხშირად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ სკოლისა და პედაგოგის მიმართ.  ისმის პრტენზიები მასწავლებლის კომპეტენციისა და სკოლის ადმინისტრაციის მისამართით. გაძნელებულია კომუნიკაცია სკოლასა და ოჯახს შორის , მშობელთა უმეტესობა უდროობას უჩივის , მაგრამ არის ყოველთვის ეს პრობლემა? განა წარმატებული  ევროპული ქვეყნის მშობლები არ მუშაობენ?  ადამიანის ქმედებას მოტივაცია განსაზღვრავს. ძალისხმევა , სურვიული და პასუხისმგებლომა მეტი რომ იყოს, მდგომარეობა უკეთესი იქნებოდა. თუმცა აქ თავისი წილი პასუხისმგებლობა სკოლასაც აკისრია,  ქართული რეალობისგან განსხვავებით დასავლეთის ქვეყნებში არსებობს წარმატებული პრაქტიკა  მშობლების მოხალისეობრივი და  სხვა ტიპის სოციალურ აქტივობებში ჩართვისა , რომლის სტიმულირებასაც სკოლა ახდებს .  სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობა ამაღლებს სკოლის კულტურას , ხელს უწყობს მის განვითარებას, ამცირებს სკოლაში ძალადობის  შემთხვევების რისკს. გამოკვლევების თანახმად , მოსწავლეეები, რომელთა მშობლები აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში , უკეთეს შედეგს აღწევენ: იღებენ უკეთეს ნიშნებს  და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით.
  ბავშვის აღზრდის საკითხში  მშობლის ფუნდამენტალურ როლზე ფსიქოლოგები და ექსპერტები  ერთსულოვნები არიან : მშობლებს გენეტიკური მემკვიდრეობის გადაცემის გარდა , იმ თვისებების განვითარებაც ევალებათ, რომლებიც  ბავშვს ღირსეულ პიროვნებად , შემდგარ და რეალიზებულ მოქალაქედ აყალიბებს . ჩვენს ქვეყანაში  არსებულ მძიმე სოციალურ- ეკონომიკუ ფონზე  მშობელსა და ბავშვს შორის ურთიერთობა არც თუ ისე სახარბიელოა. მშობლებს არა აქვთ დრო , ნერვები, ენერგია ესაუბრონ შვილებს,  ურთიერთობა ხისტია, ტონი აკრძალვითი.  ოჯახებში არ არის დიალოგი, ერთმანეთში არ საუბრობენ. ბავშვები ხშირად ,, ცარიელ სახლებში“  ცხოვრობენ.
   დროა მასწავალებლებმა და მშობლებმა გააცნობიერონ თავიანთი უმნიშვნელოვანესი როლი მოსწავლეთა ცხორებაში და   ერთმანეთთან თანამშრომლობით ხელი შეუწყონ მოსწავლი შესაძლებლობებისა და უნარების განვითარებას . ამ საკითხისთვის გამოყოფილი ყოველი საათი დიდ ინვესტიციად იქცევა  როგორც ოჯახისთვის, ასევე ქვეყნისთვის . ყოველი ვერმოცლილი წუთი კი შესაძლოა საბედისწერო შეცდომად იქცეს.
პროექტის მიზანი- სკოლისა და ოჯახის მჭიდრო პარტნიორობით II  კლასში  სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება .
 პროექტის ამოცანები
 1 - სასწავლო პროცესში კლასის მშობელთა ჩართულობის სტიმულირება.
2 - მოხალისე მშობელთა შესაძლებლობების გათვალისწინებით მოხალისეობის დანერგვის შემუშავება.
3- მშობელთა ჩართულობით დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებების  განხორციელება.
4- მშობელთა ჩართულობის  ხარისხის  მიმართების განსაზღვრა მოსწავლეთა შედეგებთან.
5 -მშობელთა ჩართულობის  ხარისხის  მიმართების განსაზღვრა მოსწავლეთა განწყობასთან.
6- სკოლის თემის ჩართვა  პროექტის მიმდინარეობაში.

განხორციელების გზები:
1        პროექტის იდეის, მიზნისა და ამოცანების  დამუშავება;
2         ფოკუს ჯგუფის შერჩევა, კითხვარის შედგენა;
3         შეხვედრა  მე-2  კლასის მშობლებთან;
4         აქტივობათა პრაქტიკული განხორციელება;
5         კითხვარების დამუშავება ,  შედეგების ანალიზი;
6         საბოლოო შეხვედრა- მრგვალი მაგიდა , რომელსაც დაესწრებიან  პროექტში მონაწილე მშობლები, მასწავლებელი,  სკოლის ადმინისტრაცია.
 

 მოსალოდნელი  მოკლევადიანი შედეგი
   პროექტი  ეფექტურად იმუშავებს სასწავლო  პროცესის სამივე რგოლის- სკოლა -მოსწავლე - მშობელი -  გაქტიურებაზე.  სასწავლო პროცესს გახდის უფრო საინტერესოს , სახალისოს.  აქტიური კომუნიკაციის შედეგად  პრობლემის მქონე II კლასის მოსწავლეების  საჭიროებათა შესახებ უფრო მეტად ინფორმირებულნი იქნებიან მშობლები.
    მასწავლებელი მიიღებს უფრო მეტ ინფორმაციას მოსწავლის  ოჯახის კულტურული,  სოციალური და სხვა   მახასიათებლების შესახებ.  განმტკიცდება პოზიტიური ურთიერთობა  მასწავლებელსა და მშობელს შორის.
      მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგი

  პროექტი გაზომავს , რამდენად შეცვლის ამა თუ იმ სახით მშობლის ჩართულობა სწავლა - სწავლების ხარისხს; აამაღლებს მშობელთა ცნობიერებას სასკოლო ცხოვრებაში მათი მონაწილეობის შესახებ.
  რესურსები
 ელექტრონული - word excel power point.
საკანცელარიო- თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი , მარკერები,
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, კომპიუტერი.
პროექტის შეფასება                                      
შედეგები შეფასდება:

1-     მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შედეგებით, ჩართული მშობლების რაოდენობითა და მათი გამოხმაურეის საფუძველზე;
2-      კლასის ხელმძღვანელის  თვითდაკვირვების საფუძველზე;
3-     ადმინისტრაციის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე.  

    პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი

 შიდა მონიტორინგი - პროექტის ავტორი თავად აკვირდება მიმდინარეობას და შედეგს.

გარე მონიტორინგი- ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის მიმდინარეობასა და შედეგს.
    ~
      შესაძლო რისკები:

შესაძლოა მშობელთა მონაწილეობის  კუთხით პროექტის წარმატების გაზომვისათვის  საჭირო რაოდენობამ არ გამოთქვას სურვილი პროექტში ჩართვის შესახებ, ამ შემთხვევაში დაიგეგმება დამატებითი ღონისძიებები მათი მოტივაციის ასამაღლებლად. ( მაგალითად სასკოლო  ღია კარის დღეები, შემოქმედებითი საღამოები მოსწავლეთა მონაწილეობით და სხვა. )


        პროექტის კალენდარი
 პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი აქტივობები: 


აქტივობის აღწერა
ჩატარების დრო
1
პროექტის იდეის , მიზნისა და ამოცანების დამუშავება
24.XII.2018
2
საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზება  მშობელთათვის, სკოლაში დანერგილი ინოვაციების  გაცნობა. პროექტის შესახებ მათი ინფორმირება.
25.XII.2018
3
ღია კარის დღეები სემესტრის განმავლობაში, მშობელთა მოწვევა გაკვეთილებზე დასასწრებად.
25-28.XII.2018
2-23.XII.2019
4
დაინტერესებული მშობლების მიერ საინტერესო წიგნების პრეზენტაცია.
1-30 .III.19
5
 მხატვრული კითხვის საათის მოწყობა მშობელთა მონაწილეობით.
10-30.IV.19
6
 მშობელთა მონაწილეობით თვითნაკეთი წიგნების და ილუსტრაციების  შექმნა
მეორე სემესტრი
7
 პროექტის შედეგების ანალიზის საფუძველზე სამომავლო სამოქმედო გეგმის შემუშავება.
14.VI.2019






















                          

Комментариев нет:

Отправить комментарий