,,ჩემი ოჯახი"



პროექტის სახელწოდება : ,,ჩემი ოჯახი"
პროექტის  აქტუალობა:  იუხედავად  იმისა, რომ სამოქალაქო განათლების ახალი საგნის „მე და საზოგადოების“ მიმართულებით განიხილება ეს თემა „ოჯახური ტრადიცია“, ინტერესი იმდენად დიდი იყო, საჭიროდ ჩავთვალე სადამრიგებლო საათის ფარგლებში მოსწავლეებთან მემუშავა ამ თემის ირგვლივ უფრო ამომწურავად და ვრცლად. ეს ხელს შეუწყობს ინტერ კულტურული განათლების ამაღლებას, .
პროექტში მონაწილენი: მოსწავლეები II-III-IV კლასის ჩათვლით,
პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა. (12-26.XI.2018წ.)
პროექტის მიზნები:
 დასახული ამოცანების გადაჭრის გზების ძიების უნარი;
Ø  მოსწავლეებში გუნდური მუშაობის, თანამშრომლობისა და კომუნიკაბელურობის უნარების განვითარება.
Ø  მოსწავლეებს ეცოდინებათ ოჯახური ტრადიციების პატივისცემა;
Ø  ძველი და თანამედროვე ტრადიციების კლასიფიკაცია;
Ø  შეძლებენ დამოუკიდებლად გადმოსცენ და ისაუბრონ საკუთარ ოჯახზე;
Ø  ისაუბრებენ „ერთი ფოტოს ისტორია“-ზე;
Ø  ჩამოუყალიბდებათ სოციალურ-კულტურული , მოქალაქეობრივი და უსაფრთხოების ცნობიერება;
Ø  ასაკის შესაბამისად ჩამოუყალიბდებათ ეთიკისა და ზნეობრივი ღირებულებები

ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი:
) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;
) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან;
) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.
პროექტის ამოცანები:  
          სამუშაო გეგმის შემუშავება
          დავალებების გადანაწილება
          ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით
          დისკუსია, ფილმის ჩვენება
          შეძენილი ინფორმაციების დახარისხება და პრეზენტაციისათვის მზადება 
          კედლის გაზეთის და ბუკლეტების შექმნა
          პროექტის პრეზენტაცია
             
  
მოსალოდნელი შედეგები:
        მოსწავლეებს განუვითარდებათ მასალის მოძიების, დახარისხების და ანალიზის უნარი.
        მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებელი ამ პროექტზე მუშაობის პროცესში უფრო დაუახლოვდებიან ერთმანეთს.
                               საფუძველი ჩაეყრება მოსწავლეთა თანამშრომლობას, მათგან გუნდის შექმნას.
                               მოსწავლეები პროდუქტიულად ითანამშრომლებენ ერთმანეთთან.
                               საერთო საქმის კეთებით შეძლებენ ერთიანობისა და ეთიკური ქცევის დემონსტრირებას.
ადამიანური რესურსი: - მოსწავლეები,  დამრიგებელი,  მეუფე, ბიბლიოთეკარი, მშობლები და ისტორიის მასწავლებელი.
მატერიალური რესურსი: - პროექტორი-1,  ნოუთბუქი-1, ფოტოები, ვიდეო რესურსი, საკანცელარიო საშუალებები.
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები:
 ჩავატარებ მოსამზადებელ სამუშაოებს და განვახორციელებ შემდეგ აქტივობებს:
 მომზადება - პროექტის თემისა და მიზნების განსაზღვრა, .
პროექტში მონაწილე მოსწავლეებს დაუსვამ შემდეგ კითხვებს რა პასუხისმგებლობები მაქვს ჩემი ოჯახის წინაშე?
რატომ და როგორ უნდა დავაფასოთ ოჯახის ყველა წევრის (დედის, მამის, ბაბუის და ბებიის) შრომა? 
თემის უკეთ გასაცნობად შევთავაზებ პროექტზე მუშაობას. კლასს დავყოფთ ჯგუფებად
შევიმუშავებთ პროექტის სამუშაო გეგმას და გადავანაწილეთ დავალებებს
დავალებებს გადანაწილება მოხდება შესააბამისად განსხვავებული ინტერესისა და საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.
1.      კვლევა - საჭირო ინფორმაციის შეგროვება და (ინფორმაციის გაცხრილვა) ,  კითხვარი „ჩემი ოჯახი“, სადაც მოახდინენ ანკეტური გამოკითხვა ოჯახის წევრების, მათი პროფესიების და შრომის, ინტერესის სფეროს შესახებ.  ჩანახატების პრეზენტაცია თემაზე „ჩემი ოჯახი და ტრადიციები“, კვლევა: „რომელი ოჯახური ტრადიცია მოგწონთ“.         

    2.    ფილმის ჩვენება-დისკუსია თემაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი, შეუცვლელი და ფასდაუდებელია ოჯახის თითოეული წევრის (დედის, მამის, დის, ძმის) ოჯახის წევრების და მათ მიერ დამკვიდრებული ტრადიციების შესახებ.



4.      დასკვნები - დასკვნების ფორმულირება, კედლის გაზეთის  გაფორმება, ბუკლეტების დამზადება, „პოსტერული სესია“ – „საგვარეულო ხე“, „ფოტორეპორტაჟი“,  სლაიდ-შოუს მომზადება „ჩემი წინაპრები“, სხვა ქვეყნების ოჯახური ტრადიციების გაცნობა და განხილვა-მსჯელობა;
5.      წარდგენა - პროექტის „ოჯახური ტრადიცია“  პრეზენტაცია
შეიქმნება პროექტის ამსახველი ბუკლეტი და კედლი გაზეთი, რომელიც გაიკვრება თვალაჩინო ადგილას
პროექტის დასასრულს გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, სადაც მოწვეული იქნება სხვა სკოლის წარმომადგენლები, მშობლები და ადმინისტრაცია


ხელისშემშლელი ფაქტორები: პროექტის განხორციელების ეტაპებზე შეიძლება გამოიკვეთოს რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები შესასრულებელი დავალებების ვადები, (ალტერნატივა -გამოვიყენებთ ინფორმაციის დამუშავება დახარისხების დროს ასევე პროექტის პრეზენტაციის დროს  ), მოწვეული მშობლების, სტუმრების დათქმულ შეხვედრებს, დისკუსიის დროს მათი გადატვირთული განრიგიდან გამომდინარე

პროექტის შედეგები: ~
        მოსწავლეებს განუვითარდათ მასალის მოძიების, დახარისხების და ანალიზის უნარი.
        მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებელი ამ პროექტზე მუშაობის პროცესში უფრო დაუახლოვდნენ  ერთმანეთს.
        საფუძველი ჩაეყარა მოსწავლეთა თანამშრომლობას, მათგან გუნდის შექმნას.
        მოსწავლეებმა პროდუკტიულად ითანამშრომლეს ერთმანეთთან.
        საერთო საქმის კეთებით შეძლეს ერთიანობისა და ეთიკური ქცევის დემონსტრირება.

პროექტის ხელმძღვანელი: დარეჯან ცომაია
      ბიუჯეტი: სკოლის ბაზაზე
     პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:


საპროექტო საქმიანობები
პასუხისმგებელი პირი
ვადები თვეების მიხედვით
           სამუშაო გეგმის შემუშავება • დავალებების გადანაწილება
მოსწავლე
მასწავლებელი
12.XI.2018წ.
კვლევის ჩატარება
მოსწავლე
მასწავლებელი
14-16.XI.2018წ.
შეძენილი ინფორმაციების დახარისხება და პრეზენტაციისათვის მზადება 
მასწავლებელი
მოსწავლე

19-20. XI.2018წ.

დისკუსია ფილმის ჩვენება
მოსწავლე
მასწავლებელი
21. XI.2018წ.
კედლის გაზეთის და ბუკლეტების შექმნა


მოსწავლე

მასწავლებელი
22-23. XI.2018წ.
პროექტის პრეზენტაცია

მოსწავლე
მასწავლებელი

26. XI.2018წ.

შეფასება
    პროექტის შუალედური და საბოლოო შეფასება:
მონიტორინგი/ შეფასება
ვის მიერ
როდის
რა კრიტერიუმებით
პირველი შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი, მოსწავლეები
14. XI.2018წ.
პროექტზე მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
მეორე შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი
22. XI.2018წ.
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი
საბოლოო შეფასება
მოსწავლეები
26. XI.2018წ.
პრეზენტაცია


        პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი:
პროექტის მონიტორინგისთვის საჭირო საქმიანობები
მონიტორინგის ინდიკატორები
თარიღი
          ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციის სანდოობას
ვამოწმებთ მოძიებული ინფორმაციის, გამოყენებული ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების და სხვადასხვა წყაროების სანდოობას
13. XI.2018წ.
          ვამოწმებთ პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს
16. XI.2018წ.
          შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
ვაკეთებთ ანონიმურ გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის
19. XI.2018წ.
          ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობებს თავს
ვაკვირდებით მოსწავლეებს, რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს
20. XI.2018წ.
          იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
ვამოწმებთ პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს
23. XI.2018წ.

პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კომენტარი
შედგა თუ არა თანმშრომლობა

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი. იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე




Комментариев нет:

Отправить комментарий