სოციალური
პროექტი -
„ჩვენი
სუფთა მდინარე“
პროექტის ხელმძღვანელი: დარეჯან ცომაია
მონაწილეები
- კლასის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები;
კლასი -2
პერიოდი -24.09.18-24.10.18
თემის აქტუალობა -
წყალი დედამიწაზე არსებული ყველაზე ძვირფასი ბუნებრივი
რესურსია და მის გარეშე სიცოცხლე დედამიწაზე არ იარსებებდა . მიუხედავად ამისა ,ჩვენ ვაბინძურებთ მდინარეებს, ტბებს, ზღვებსა თუ ოკეანეებს. შესაბამისად, ზიანს ვაყენებთ დედამიწას
იმ დონემდე, რომ ცოცხალი ორგანიზმების განადგურება უკვე საგანგაშო
მაშტაბებს იღებს. ამასთან ერთად , უარესდება სასმელი წყლის ხარისხიც. თითოეული ჩვენთაგანის
ჩართვა პრობლემის არსის გაგებასა და მოგვარებაში
აღნიშნული მდგომარეობის გაუმჯობესების საწინდარია. მდინარეების, ტბების და სხვა წყლის
ობიაქტების დაბინძურების მიზეზი შეიძლება
იყოს საწარმოებიდან გამომავალი გამდინარე
წყლები, გაუმართავი საკანალიზაციო სისტემები და არასათანადო გამწმენდი ნაგებობები, სასოფლო სამეურნეო მიწებიდან თუ დასახლებული პუნქტებიდან წვიმის შედეგად წარმოქმნილი გამონადენები, და სხვა.
ამიტომ არის ასეთი აქტუალური სოციალური პროექტის ჩატარება სოფელ გომბორის
მდინარესთან.
პროექტის მიზანი:
განავითაროს
მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
ა) ქვეყნის ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;
ბ) ბუნებრივი გარემო და მდინარეების დაცვა დაბინძურებისგან.
გ) კომუნიკაცია მოსწავლეებთან,მშობლებთან და თემთან.
პროექტის ამოცანები
1.I ეტპაზე მივდივართ მდინარეზე და ვეცნობით მდგომარეობას
2. II მდინარე
გომბორულას სანაპიროს დასუფთავება.
4.კლასის მოსწავლეები/მშობლები პროექტში ჩართავენ სხვა
კლასის/კლასების მოსწავლეებსა და მშობლებს, სკოლის თემის ჩართვით სკოლაში მოეწყობა
პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია;
განხორციელების გზები
1. პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
2. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
3. მონიტორინგის
ჯგუფის შერჩევა (მშობლები);
4.აქტივობათა პრაქტიკული განხორციელება;
5. საბოლოო შეხვედრა -პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან
პროექტში მონაწილე მშობლები მოსწავლეებთან ერთად;
6. პროექტის შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის,
მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
მოსალოდნელი მოკლევადიანი
შედეგები:
მოსწავლეები დაინახავენ, რომ საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის
მნიშვნელოვანია და აქ ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს; იგრძნობენ პასუხისმგებლობას საკუთარი
წვლილის შეტანით თავიანთი თანამოქალაქეების დახმარების საქმეში; მშობლები მეტად ჩაერთვებიან
სასკოლო ცხოვრებაში, რითაც უფრო პროდუქტიული გახდება სკოლისა და თემის თანამშრომლობა.
მოსალოდნელი გრძელვადიანი
შედეგები:
პროექტი ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას.
რესურსები:
ხელთათმანები, , ელექტრონული - Word ;
საკანცელარიო - თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი,
მარკერები;
ფოტოაპარატი
პროექტის შეფასება
შედეგი გაიზომება
1.დალაგებული-გასუფთავებული სანაპიროს რაოდენობით;
2.პროექტში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით;
3.პროექტში მონაწილე მშობლების რაოდენობის მიხედვით.
დაკვირვებით:
1.მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე;
პროექტის მიმდინარეობის
მონიტორინგი -
შიდა მონიტორინგი - მონიტორინგის ჯგუფი (კლასის დამრიგებელი,
პარალელური კლასის მასწავლებელი) აკვირდება სამივე ეტაპზე მატერიალური პროდუქციის შეგროვებისა
და რეალიზაციის პროცესს;
გარე მონიტორინგი - ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის
მიმდინარეობასა და შედეგებს.
შესაძლო რისკები:
შესაძლოა მშობელთა მონაწილეობის კუთხით პროექტის წარმატების
გაზომვისათვის საჭირო რაოდენობამ არ გამოთქვას სურვილი პროექტში ჩართვის შესახებ. ამ
შემთხვევაში დაიგეგმება დამატებითი ღონისძიებები მათი მოტივაციის ასამაღლებლად, მაგალითად,
გარემოს მოვლის აქტიური პროპაგანდის აქტივობები.
პროექტის კალენდარი
აქტივობის
დასახელება
|
24.09.18
|
3.10.18
|
8.10.18
|
10.10.18
|
15.10.18
|
18.10.18
|
24.10.18
|
1.პროექტის
იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
|
X
|
||||||
2. პროექტის
ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
|
X
|
||||||
3. პროექტის
სამი ეტაპის მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა;
|
X
|
||||||
4.ინტერვენცია-
წყაროს
კალაპოტის დასუფთავება
|
X
|
||||||
5.მიმდებარე
ტერიტორიის დალაგება
|
X
|
||||||
6.ნაპირების
ქვებით გალამაზება
|
Х
|
||||||
7.საბოლოო
შეხვედრა - მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე
მშობლები, მოსწავლეები, სკოლის ადმინისტრაცია;
|
X
|
||||||
18. პროექტის
შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის
რეკომენდაციების შემუშავება.
|
X
|
Комментариев нет:
Отправить комментарий