პროექტის სახელწოდება: ,,ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე.“
პროექტის
აქტუალობა: ბუნებრივი მოვლენებითა
და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული ცვლილებების დანახვა და აღწერა. მოსწავლეებმა გააცნობიერონ
გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული
საფრთხე და გამოუმუშავდეთ მზრუნველი
დამოკიდებულება გარემოსადმი.
პროექტში მონაწილენი: მესამე კლასის მოსწავლეები
პროექტის ხანგრძლივობა: 3 კვირა (6.V-24.V.2019წ.)
პროექტის
მიზნები: მოსწავლემ შეძლოს გარემოზე ზრუნვის ელემენტალური წესების
დაცვა, კომუნიკაციის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება, ინფორმაციის მოძიების უნარ-ჩვევების
განვითარება, გარემოზე დაკვირვების უნარის განვითარება, თანამსრომლობა თანატოლებთან
და უფროსებთან.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი:
ბ) ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა.
გ) ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება.
ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
გ) ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება.
ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
პროექტის ამოცანები: დღევანდელობისათვის
მეტად აქტუალური საკითხის გამო საჭიროდ ჩავთვალე მოსწავლეებისა და მათი მშობლების ჩართვით
სოციალური პროექტის ,,ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე“
მომზადება. შევკრიბე მოსწავლეები და მშობლები. მათ ვესაუბრე, რომ ბუნების დაცვა ყველა ადამიანს
შეუძლია, ყველამ უნდა მოინდომოს და დაიცვას ბუნება, რადგან ბუნება ჩვენი
სიცოცხლის ნაწილია, მისი წყალობით გვაქვს სუფთა და ჯანსაღი ჰაერი. სამწუხაროდ ადამიანები
ანაგვიანებენ ბუნებას, არ ფიქრობენ თუ რა შეიძლება მოჰყვეს მის დაბინძურებას. ნაგავი
რომელსაც უგულოდ ყრიან ბუნებაში ეკოლოგიური კატასტროფის საწინდარია. ასევე ვაჩვენე
ფილმი ბუნების დაბინძურებაზე. ამიტომ, მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად გადავწყვიტეთ
ერთად ვიბრძოლოთ მისი გადარჩენისათვის. მოსწავლეები
დავყავი ორ ჯგუფად:
I ჯგუფს დაევალა მოიძიონ
და ამოიწერონ ლექსები,
სტატიები ბუნებაზე, მის დაცვაზე.
II ჯგუფს დაევალა დაამზადონ
პლაკატი „არ დაყაროთ ნაგავი! ჩვენ გვიყვარს
ბუნება“, დაამზადონ გამაფრთხილებელი პირობითი
ნიშნები.
ორივე ჯგუფს დაევალა სკოლის
ეზოსა და მიმდებარე
ტერიტორიის დასუფთავება. ინფორმაციების
მოძიებასა და პლაკატების დამზადებაში მოსწავლეებს დაეხმარებიან მშობლები.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებმა შეძლონ
დანაგვიანებული გარემოსათვის გამაფრთხილებელი პირობითი
ნიშნების შექმნა და უსაფრთხოების ზომების
დაცვა.შეისწავლონ ლექსები და სიმღერები, რომლებიც
ბუნებას ეხება. დაამზადონ
პლაკატები. შეძლონ კოლაჟის
შექმნა თავიანთი პოზიციის
გამოსახატავად.
ადამიანური რესურსი: მოსწავლეები, დამრიგებელი, მშობლები.
მატერიალური რესურსი: ქართველ პოეტთა ლექსების
კრებულები. ფერადი ქაღალდები,
დიდი ფორმატის ფურცელზე
დახატული დედამიწა, ფერადი
ფანქრები ან საღებავები,
მარკერები, წებო, მაკრატელი,
დიდი ფორმატის ფურცლები,
წებოვანი ფურცლები (სტიკერები), სიმღერების
ფონოგრამები, დიდი პარკები
ნარჩენებისათვის.
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები: მოსწავლეები
ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებენ ინტერნეტს, მშობლებისა და დამრიგებლის დახმარებას.
ხელისშემშლელი ფაქტორები:
პროექტის შედეგები: პროექტის დახმარებით
მოსწავლეებმა გაანალიზეს რამხელა პასუხისმგებლობა აქვს ადამიანს სუფთა გარემოსთან დაკავშირებით.
გამოთქვეს მოსაზრებები დაბინძურებული გარემოს შედეგად წარმოქმნილ საფრთხეებზე, იმსჯელეს
იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან გარემოს დაბინძურება. გააცნობიერეს
გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდათ მზრუნველი დამოკიდებულება
გარემოსადმი.
პროექტის ხელმძღვანელი: დარეჯან ცომაია
ბიუჯეტი: სკოლის ბაზაზე
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:
სამუშაო გეგმა
საპროექტო საქმიანობები
პასუხისმგებელი პირი ვადები თვეების მიხედვით
შეფასება
პროექტის შუალედური და საბოლოო შეფასება:
მონიტორინგი/ შეფასება
|
ვის მიერ
|
როდის
|
რა კრიტერიუმებით
|
პირველი შუალედური
მონიტორინგი
|
მასწავლებელი, მოსწავლეები
|
7.V.2019წ.
|
პროექტზე მიმდინარეობის
პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
|
მეორე შუალედური მონიტორინგი
|
მასწავლებელი
|
10.V.2019წ.
|
პროექტის მიმდინარეობის
მონიტორინგი
|
საბოლოო შეფასება
|
მოსწავლეები
|
24.V.2019წ.
|
პრეზენტაცია
|
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი:
პროექტის მონიტორინგისთვის
საჭირო საქმიანობები
|
მონიტორინგის ინდიკატორები
|
თარიღი
|
1. ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციის
სანდოობას
|
ვამოწმებთ მოძიებული
ინფორმაციის, გამოყენებული ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების და სხვადასხვა წყაროების
სანდოობას
|
13.V.2019წ.
|
2. ვამოწმებთ პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობას
თემასთან
|
მათ მიერ მოძიებულ
ინფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს
|
16.V.2019წ.
|
3. შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
|
ვაკეთებთ ანონიმურ
გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის
|
17.V.2019წ.
|
4. ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობებს თავს
|
ვაკვირდებით მოსწავლეებს,
რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს
|
15.V.2019წ.
|
5. იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
|
ვამოწმებთ პროექტის
გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს
|
22.V.2018წ.
|
პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
|
კომენტარი
|
შედგა თუ არა თანმშრომლობა
|
დიახ
|
იყვნენ თუ არა მოსწავლეები
მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია
|
დიახ
|
ჰქონდა თუ არა მათ
შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი
|
დიახ
|
იყვნენ თუ არა ჯგუფში
პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი. იმოქმედა თუ არა პროექტის
განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე
|
პასიური მოსწავლეები არ იყვნენ, რადგან პროექტზე მუშაობა მათთვის ძალიან საინტერესო და სახალისო იყო.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий