პროექტის სახელწოდება: ,,ენა ბურჯია ერისა“
პროექტის აქტუალობა: ი.გოგებაშვილი
დედაენას ერის ბურჯს, სკოლის სულს, გონების ლამპარს უწოდებდა. სწორედ სკოლაში,
დაწყებით კლასებში ეყრება საფუძველი იმ ბალავარს, რომელზედაც შემდეგში ვითარდება,
იწრთობა და ერის წინამძღოლად ფუძნდება ენა.
პროექტში მონაწილენი: მეორე კლასის მოსწავლეები
პროექტის ხანგრძლივობა: 4 კვირა (11.III.-12.IV.2019წ.)
პროექტის მიზნები: ქართული ენის
სიწმინდის დაცვა და პოპულარიზაცია, მშობლიური ენის
სიყვარული, მოსწავლეთა ეროვნული სულისკვეთებით აღზრდა, გამომეტყელებითი კითხვის
ჩვევების გამომუშავება, ურთიერთთანამშრომლობა, ისტორიული ღირებულებებისადმი
პატივისცემის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი:
ა) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;
განუვითარდეს სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები: კონსტრუქციული თანამშრომლობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა და დემოკრატიული პრინციპების აღიარება.
განუვითარდეს სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები: კონსტრუქციული თანამშრომლობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა და დემოკრატიული პრინციპების აღიარება.
გ) ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.
ზ).
კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან
პროექტის ამოცანები:
ამ პროექტის უმთავრესი დანიშნულებაა გავუღრმავო
მოსწავლეებს ცოდნა. ჩვენ გვავიწყდება, რომ გამართული მეტყველება და წერა მშობლიური
ენის პატივისცემაა, მისი გადარჩენისათვის ზრუნვა კი ყველა ჭეშმარიტი ქართველის ვალია.
მოსწავლეებთან ვისაუბრე ქართული ენის სიწმინდეზე, მის დაცვაზე, ღირებულებაზე, ვაჩვენე
სხვადასხვა ღონისძიებები ქართულ ანბანზე და ერთად გადავწყვიტეთ ჩვენც ჩაგვეტარებინა
ღონისძიება ,,ენა ბურჯია ერისა“.
მოსწავლეები
დავყავი ორ ჯგუფად.
I ჯგუფს დაევალა მოიძიონ ინფორმაციები ქართულ ანბანზე, მეფე ფარნავაზზე,
იაკობ გოგებაშვილზე.
II ჯგუფს დაევალა დაწერონ ჩანახატები
მიძღვნილი ქართული ენისადმი, მოიძიონ და ამოწერონ გამონათქვამები ქართულ ენაზე. ორივე
ჯგუფი კი შეისწავლის სიმღერებსა და ლექსებს.
ორივე ჯგუფმა წარმოადგინოს თავიანთი ნამუშევრები
კალიგრაფიული კონკურსისათვის.
ინფორმაციის მოძიებაში მოსწავლეებმა დაიხმარონ მშობლები,
სიმღერების შესწავლაში მუსიკის მასწავლებელი,
ლექსების გამოთქმით წაკითხვაში კი მასწავლებელი.
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, შეისწავლიან სიმღერებს , ლექსებს. მოიძიებენ
ინფორმაციას ქართულ ანბანზე, მეფე ფარნავაზზე, იაკობ გოგებაშვილზე. ასევე აქტიურ მონაწილეობას
მიიღებენ კალიგრაფიის კონკურსში, გამოქვეყნდება საუკეთესო ნამუშევარი სკოლის დერეფანში.
მატერიალური რესურსი: - პროექტორი-1, ნოუთბუქი-1, ფოტოები, ვიდეო რესურსი ინტერნეტიდან.
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები: მოსწავლეები ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებენ ინტერნეტს,
მშობლების, დამრიგებლისა და მუსიკის მასწავლებლის დახმარებას.
ხელისშემშლელი ფაქტორები: პროექტის განხორციელების ეტაპებზე შეიძლება გამოიკვეთოს რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები
პროექტის შედეგები: პროექტის დახმარებით მოსწავლეებმა გაითავისეს, რომ
ქართული ენის სიწმინდის დაცვა აუცილებელია.
პროექტის ხელმძღვანელი: დარეჯან ცომაია
ბიუჯეტი: სკოლის ბაზაზე
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:
სამუშაო გეგმა
საპროექტო საქმიანობები
პასუხისმგებელი პირი ვადები თვეების მიხედვით
შეფასება
პროექტის შუალედური და საბოლოო შეფასება:
მონიტორინგი/ შეფასება
|
ვის მიერ
|
როდის
|
რა კრიტერიუმებით
|
პირველი შუალედური
მონიტორინგი
|
მასწავლებელი, მოსწავლეები
|
13.III.2019წ.
|
პროექტზე მიმდინარეობის
პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
|
მეორე შუალედური მონიტორინგი
|
მასწავლებელი
|
19.III.2019წ.
|
პროექტის მიმდინარეობის
მონიტორინგი
|
საბოლოო შეფასება
|
მოსწავლეები
|
12.IV.2019წ.
|
პრეზენტაცია
|
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი:
პროექტის მონიტორინგისთვის
საჭირო საქმიანობები
|
მონიტორინგის ინდიკატორები
|
თარიღი
|
1. ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციის
სანდოობას
|
ვამოწმებთ მოძიებული
ინფორმაციის, გამოყენებული ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების და სხვადასხვა წყაროების
სანდოობას
|
19.III.2019წ
|
2. ვამოწმებთ პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობას
თემასთან
|
მათ მიერ მოძიებულ
ინფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს
|
29.III.2019წ
|
3. შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
|
ვაკეთებთ ანონიმურ
გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის
|
2.IV.2019წ.
|
4. ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობებს თავს
|
ვაკვირდებით მოსწავლეებს,
რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს
|
5.IV.2019წ.
|
5. იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
|
ვამოწმებთ პროექტის
გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს
|
12.IV.2018წ.
|
პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
|
კომენტარი
|
შედგა თუ არა თანმშრომლობა
|
დიახ
|
იყვნენ თუ არა მოსწავლეები
მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია
|
მოსწავლეები მოტივირებულნი იყვნენ ინფორმაციის მოძიების პროცესში,ხალისით სწავლობდნენ ლექსებსა და სიმღერებს.
|
ჰქონდა თუ არა მათ
შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი
|
დიახ
|
იყვნენ თუ არა ჯგუფში
პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი. იმოქმედა თუ არა პროექტის
განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე
|
მოსწავლეები ჯგუფში აქტიურობდნენ, პასიურობა არ შეიმცნეოდა.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий